
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ.
მათ შორის, სკოლაში გაიმართა სემესტრული გამოფენა, რომელსაც სკოლის ხელოვნების მასწავლებელი ირმა კოვზიაშვილი ხელმძღვანელობდა. გამოფენაში მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა გამოფენისთვის მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: