თბილისის N119 საჯარო სკოლას სოციალურად აქტიური ახალგაზრდების აღზრდისთვის მადლობის სიგელი გადაეცა
23-12-2022
თბილისის N119 საჯარო სკოლას, ახალგაზრდობის ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე, დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების მიერ გადაეცა მადლობის სიგელი პროექტ - „განავითარე შენი ქალაქის“ წარმატებული მონაწილეობისა და სოციალურად აქტიური ახალგაზრდების აღზრდისთვის.

სკოლა 20 დეკემბერს დაჯილდოვდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ღონისძიების აკადემიურ ნაწილში წარადგინეს პრეზენტაცია ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით, სადაც გამოკვეთეს მათთვის საჭირბოროტო საკითხები და დასახეს პრობლემათა აღმოფხვრის გზები, რისთვისაც პრეზენტატორებმა დაიმსახურეს სერტიფიკატები.

ღონისძიების კულტურულ ნაწილში მოსწავლეებმა წარმოადგინეს ცეკვა ყაზბეგური და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების ინიციატივით, ბავშვებს ელით სამდღიანი აქტიური დასვენება ბაკურიანში, სადაც მოისმენენ საინტერესო ლექცია-სემინარებს, თავადაც ექნებათ შესაძლებლობა წარადგინონ პრეზენტაციები, ასევე კულტურულ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

„ვუსურვებთ N119 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უფრო აქტიურ ჩართულობას და წარმატებებს...“,- გვეუბნებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203