ბეჟანოს საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა მოთხრობა - „როგორ წავიდა ჭიანჭველა პაწა თოვლის ბაბუას სანახავად“ საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს
23-12-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები, თამარ ფხაკაძის მოთხრობას - „როგორ  წავიდა ჭიანჭველა პაწა თოვლის ბაბუას სანახავად“ გაეცნენ.

მოსწავლეებმა, საგნის მასწავლებლის, გუანნა მკოიანის ხელმძღვანელობით, გაზეთიც შექმნეს, ილუსტრაციები დახატეს და როლური თამაშები შეასრულეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გამოვიდა.

ბავშვებს საკუთარი შემოქმედებითი უნარებისა და შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობა მიეცათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203