თბილისის N103 სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა სასკოლო ლიგაში საპრიზო ადგილი დაიკავა
23-12-2022

თბილისის N103 საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა სასკოლო ლიგის გათამაშებაში მესამე საპრიზო ადგილი დაიმსახურა.

ფრენბურთში სასკოლო ლიგის დასკვნითი ეტაპი ქართულ-ბრიტანულ აკადემიაში გაიმართა.

ტურნირის საუკეთესო ბლოკის ავტორად თბილისის N103 სკოლის მოსწავლე ანასტასია რაკოვენკო, ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელად ელენე ბრეგვაძე, ტურნირის საუკეთესო გამთამაშებლად კი - ბექა სესიაშვილი დასახელდა. პირველი ტურის საუკეთესო მწვრთნელის წოდება ეკა ყარყარაშვილმა მოიპოვა. ასევე ტურნირის მაქსიმალური ქულების ავტორად და საუკეთესო მოთამაშედ N103 სკოლასთან არსებული კლუბის „ივერია“ წევრი მარიამ ქაჯაია დასახელდა.

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენი სკოლის პედაგოგ ეკა ყარყარაშვილს და მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203