ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მომღერალ მოსწავლეთა გუნდმა მუსიკალური ღონისძიება გამართა
23-12-2022

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში, სკოლის მომღერალთა გუნდის წევრებმა სასიამოვნო საღამო გამართეს. მოსწავლეებმა წარადგინეს საინტერესო მუსიკალური ნომრები.

სკოლაში ხშირად იგეგმება საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები, სადაც ბავშვები მაყურებლის წინაშე საინტერესო 
ნომრებით წარსდგებიან.

მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია მოსწავლეების უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენის, მათი განწყობის ამაღლებისა და მოტივაციისთვის. მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა ორიგინალური და დასამახსოვრებელი სანახაობით, სასწავლო პროცესში სიახალისე და ფერადოვნება შეიტანონ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დამსწრე საზოგადოება ძალიან კმაყოფილი დარჩა ჩატარებული საღამოთი და იმედოვნებენ, რომ მოსწავლეები კვლავ გაანებივრებენ მსგავსი სანახაობებით.

იხილეთ ვიდეო:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203