
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში სპორტული შეჯიბრი გაიმართა. მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთნენ, წარმატებით იასპარეზეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: