კალინინოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილზე საინტერესო ცდა ჩაატარეს
23-12-2022

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოს საჯარო სკოლაში, ფიზიკის გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა, მასწავლებლის დახმარებით, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს და საინტერესო ცდა ჩაატარეს.

მოსწავლეებს იმის გააზრების, თუ რა შემთხვევაში და როგორ უნდა გამოიყენონ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში, საშუალება მიეცათ.  აქტივობამ, საგაკვეთილო პროცესს მრავალფეროვნება და ინტერესი შემატა.

აღსანიშნავია, რომ  პრაქტიკული სამუშაოების შესრულება მოსწავლეების თეორიული ცოდნის გაღრმავებას ხელს უწყობს. ისინი უფრო მეტი მოტივაციითა და ინტერესით აგრძელებენ საგნის სწავლას.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203