„სათაფლიის მღვიმე“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება საინტერესოდ შეაჯამეს 
23-12-2022

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასში საგანი - „ჩვენი საქართველოს“ ფარგებში, კომპლექსური დავალების შემაჯამებელი გაკვეთილი, თემაზე - „სათაფლიის მღვიმე“ ჩატარდა.

კლასის დამრიგებელი ნატო ჯოხაძე გახლავთ, ხოლო გაკვეთილს პედაგოგი თეა ბობოხიძე ხელმძღვანელობდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების პირობის მიხედვით საინტერესო აქტივობა შეასრულეს. როგორც მოყვარულ სპელეოლოგთა ასოციაციის წევრებს სათაფლიის მღვიმეები უნდა შეესწავლათ და სტატიები შეექმნათ.

მოსწავლეებმა ინფორმაციული და მრავალფეროვანი ნაშრომები წარუდგინეს სკოლის დირექტორს, მასწავლებელს და თანაკლასელებს.

გაკვეთილი საკმაოდ შემეცნებითი იყო, მსგავსი დავალებების შესრულებით, მოსწავლეები წერის კულტურასა და ორატორულ ხელოვნებას გამოიმუშავებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203