ყვარლის N2 საჯარო სკოლის მეათეკლასელები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეწევიან   
23-12-2022

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ისტორიის მასწავლებლის - ელისო ბუშელაშვილის ხელმძღანელობით, თანასკოლელებისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ღონისძიება ჩაატარეს.

მეათეკლასელებმა, იმ მავნე ჩვევების შესახებ, რომელიც საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას უშლის ხელს პრეზენტაციაც  გამართეს.

მათ ასევე, ყურადღება გაამახვილეს იმ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ პრობლემებსა და დამდგარ შედეგებზე, რომლებიც არაჯანსაღი ცხოვრების წესს უკავშირდება.

პრეზენტაციის მსვლელობაში აუდიტორიაც აქტიურად ჩაერთო, რომელთათვისაც პრეზენტატორებმა პრევენციული ხასიათის რჩევები გასცეს.

აღნიშნული ღონისძიება, მოსწავლეებმა პროექტებით სწავლების ფარგლებში, როგორც პირველი სემესტრის შემაჯამებელი აქტივობა, წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეებს სკოლის ასაკიდანვე ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას აცნობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203