„საჩუქრების წვიმა“ და საახალწლო თამაშები - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სახალისო აქტივობები
23-12-2022

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, წინასაახალწლო განწყობა სუფევს. მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო და სახალისო, საახალწლო თამაშები შეასრულეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საკლასო საახალწლო აქტივობის პირველ  ნაწილში პატარებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ტრადიციები გააცნეს აუდიტორიას. მეორე ნაწილი კი ყველაზე მხიარულ საახალწლო კონკურსებს დაეთმო. მასში კლასის ყველა მოსწავლე იყო ჩართული და დიდი ხალისით ასრულებდნენ უჩვეულო დავალებებს.

ბოლოს კი, ოთახში „საჩუქრების წვიმა წამოვიდა“ და სანტას საჩუქრებით ყველამ ძალიან გაიხარა.

„ყველასათვის საყვარელი დღესასწაული ახლოვდება და ვინ, თუ არა ბავშვებმა უნდა აღნიშნონ ეს დღე?!  მის შესახვედრად  ერთ-ერთი პირველები ჩემი მეოთხეკლასელები მოემზადნენ“, - აღნიშნავს პედაგოგი თეა ჭუმბურიძე.

ღონისძიებას სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე ესწრებოდა, რომელმაც პატარებს და მათ მშობლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და წარმატება უსურვა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203