თელავის N5 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, ისინი მოსწავლეთა კონფერენციაში - „მომავალი თაობის კურსი მეცნიერებისაკენ“ მონაწილეობდნენ. ღონისძიება გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტში გაიმართა. მისი მხარდამჭერი, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნობრივი საგრანტო პროექტის ფარგლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდია.
კონფერანციაზე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები მედეა ბურდული და ეკატერინე ახალაური პროექტით - „ფრიტურის ზეთების გამოყენების პერსპექტივები“, წარდგნენ. მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს და აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ.
ნაშრომი ქიმიის პედაგოგის, დარეჯან მარგალიტაშვილისა და ფიზიკის პედაგოგის, ლალი ჩაჩხიანის ხელმძღვანელობით მომზადდა.
მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ, მათი ნაშრომი კი კონფერენციის კრებულში დაიბეჭდა.
იხილეთ ფოტოები: