„სტერეოტიპები/მცდარი წარმოდგენები“- ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში, პროექტის ფარგლებში, მორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა
23-12-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში მიმდინარე პროექტის - „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“, ფარგლებში, საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

მისი თემა სტერეოტიპები/მცდარი წარმოდგენები იყო. მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, აზრი დააფიქსირეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

გარდა ამისა, მათ დამატებითი დავალება - შუქნიშანი შეასრულეს. მოსწავლეებმა ჩამოწერეს საკითხები, რაც უნდა შეწყვიტონ, დაიწყონ, გააგრძელონ. ბოლოს კი ერთობლივი შუქნიშანი შექმნეს. 

„სტერეოტიპები ყველას აქვს, ადამიანს განვსჯით, თუმცა არ ვიცით რატომ. ზოგჯერ გვიჩნდება სტერეოტიპები, რადგან სხვებმა გვითხრეს, თუ რა შეხედულება უნდა გვქონდეს ვინმეს ან რაიმეს მიმართ.
სამწუხაროდ, შეცვლა საკმაოდ რთულია, მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა შევამციროთ უარყოფითი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ.
მადლობა დღევანდელი შეხვედრის დამხმარეებს ნინი ბოლქვაძესა და აჩი ცეცხლაძეს. 
ყოჩაღები მყავხართ, მიყვარხართ“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203