თელავის N8 საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა
23-12-2022

თელავის N8 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო განწყობაა. მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - მარინე ალექსისშვილის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთი საინტერესო და ლამაზი ღონისძიება მოამზადეს, მათ მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებიც (დამრიგებლები - მარინა ამონაშვილი და ლუდმილა კობიაშვილი) შეუერთდნენ.

ბავშვებმა მოთხრობებიდან სხვადასხვა სცენა გაითამაშეს. მშობლიურ და ინგლისურ ენებზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, შესაძლებლობები გამოავლინეს. დამსწრე საზოგადოების წინაშე ტრადიციულ სამოსში გამოწყობილები წარდგნენ და ქართული ცეკვები შეასრულეს. ღონისძიებას მრავალფეროვნება და სილამაზე ტანმოვარჯის საინტერესო გამოსვლამაც შემატა. 

ღონისძიებამ, როგორც მონაწილეები, ასევე დამსწრე საზოგადოებაც დადებითი ემოციებით დამუხტა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203