
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მე-8 კლასში მასწავლებელმა ფატმან ცეცხლაძემ საინტერესო პროექტი - პრობლემაზე დაფუძნებული გაკვეთილი - „შთამომავლობა“ (ნაწარმოების ავტორი: ალ. ჩხაიძე) განახორციელა.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, თავდაპირველად, ტექსტს გაეცნენ, ნახეს სპექტაკლი „შთამომავლობა“ და თემის ირგვლივ დისკუსია გამართეს.
მსჯელობის დროს გამოიკვეთა მთავარი პრობლემა: თაობათა შორის გაუცხოება, კონფლიქტი მშობლებსა და შვილებს შორის და ა.შ შემდეგ მოსწავლეებმა მოირგეს როლები, შექმნეს რესურსები და ნაწარმოები სპექტაკლის სახით წარმოადგინეს.
დასახული მიზანი - დავეხმაროთ და გვესმოდეს, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს მიღწეულია.
„პროექტ-გაკვეთილის მთავარი სათქმელი, რომ თაობათა შორის კონფლიქტი სითბოთი და სიყვარულთ მოვაგვაროთ და პატივი ვცეთ ადამიანებს, ვიზრუნოთ და ვეძებოთ პრევენციის გზები, გაკვეთილის შემდგომი უკუკავშირის დროს, თვალნათლივ გამოიკვეთა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: