
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია. კომპლექსურ დავალებებს სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
15 დეკემბერს, სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალების პრეზენტაცია თემაზე - Happy birthday. მოსწავლეებმა დაამზადეს დაბადების დღის მისალოცი ინგლისურენოვანი ბარათები და საინტერესო მისალოცი ტექსტებით და ნახატებით და მიულოცეს ერთმანეთს დაბადების დღეები. პრეზენტაცია სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი ინგლისური ენის მასწავლებელი ნანა ჩიხლაძე, სპეცმასწავლებელი კი ნინო ყიფიანი.
იხილეთ ფოტოები: