გეგელიძეების საჯარო სკოლა ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამაში ჩაერთო
22-12-2022

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან გარემოსდაცვით ღონისძიებებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ. 

მათ შორის სკოლა შეუერთდა ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამას. პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა აქტივობაში, მუშაობენ ჯგუფურად და მიჰყვებიან გეგმით დასახულ საფეხურებს. 

სკოლაში ასევე შეიქმნა სასკოლო კლუბიც „Eco-World&Students/ეკო-სკოლა და მოსწავლეები“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203