„სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ“ - ბეჟანოს საჯარო სკოლის მეექვსეკლასელთა საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტი
22-12-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის მეექვსე კლასში განხორციელდა ინგლისურენოვანი პროექტი - „ჩვენი სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ“.

პროექტს პედაგოგ ნინო მელიქიძის ხელმძღვანელობდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტი ინგლისური ენისა და ბუნების ინტეგრირებით განხორციელდა. მოსწავლეებმა  კონტინენტები, ქვეყნები და ერები ინგლისურ ენაზე ისწავლეს.

ბავშვებმა განსაზღვრეს - რომელი კონტინენტი, სად მდებარეობს, რომელ ქვეყანაში, რომელ ენაზე საუბრობენ და ქვეყნები შესაბამისი კონტინენტების მიხედვით დაალაგეს.

ბოლოს მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერი - მსოფლიოს პოლიტიკური რუკა.

მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო და ნაყოფიერი აღმოჩნდა პროექტი და აუმაღლდათ მოტივაცია.  ბავშვებს აქვთ სურვილი მსგავსი ტიპის საგაკვეთილო პროცესში ხშირად ჩაერთონ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203