ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო ვიქტორინა გაიმართა
22-12-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში, სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. ზუსტ მეცნიერებათა და საბუნებისმეტყველო საგნებში, საბაზო და საშუალო (მეათე) საფეხურის მოსწავლეებს შორის ვიქტორინა გაიმართა, რომლის ხელმძღვანელიც ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი ნაირა მელტონიანი იყო. 

ვიქტორინას სკოლის სხვადასხვა მასწავლებლით დაკომპლექტებული ჟიური და დირექტორი ესწრებოდნენ. მონაწილეებმა დავალებებს თავი წარმატებით გაართვეს. გამარჯვებულმა - პირველ, მეორე და მესამე ადგილოსანმა გუნდებმა კი დირექციისგან დიპლომები მიიღეს.

„ვიქტორინა ძალიან საინტერესო და იყო, პედაგოგმა კითხვები პროექტორის მეშვეობით წარმოადგინა, რაც დამსწრეთათვის მეტად თვალსაჩინო იყო“,- გვიყვებიან სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეების უნარებს აუმჯობესებს და მათ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას აძლევს.

ბეჟანოს საჯარო სკოლის დირექტორი იურა იაილოიანი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203