ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული არჩევნები ჩაატარეს
22-12-2022
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-9ა და მე-9ბ კლასის მოსწავლეებმა, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გააზრების მიზნით, იმიტირებული არჩევნები ჩაატარეს.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა მეცხრეკლასელებს შესთავაზა საინტერესო გაკვეთილი თემაზე - თუ როგორ ტარდება არჩევნები ჩვენს ქვეყანაში, სწორედ ამის შემდეგ მოირგეს მოსწავლეებმა არჩევნებში მონაწილე ყველა რგოლის როლი.
არჩევნების მნიშვნელობის გააზრება, პროცესში ჩართულობა და თითოეული ადამიანის მოვალეობის განსაზღვრა - მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებზეც ღიად საუბარი, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
მნიშვნელოვანია, მოსწავლეები სკოლის პერიოდიდანვე იაზრებდნენ სოციალურ პასუხისმგებლობებს, რადგან გარდაუვალია თაობათა ცვლა და მომავალში ამ პროცესის უშუალო მონაწილენი გახდებიან.