
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. მეოთხეკლასელები ამჯერად, ანა ფრანკის დღიურს გაეცვნენ და მის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოიძიეს.
აღნიშნული აქტივობის ხელმძღვანელი, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი - ნორა აივაზიანი იყო, რომელიც მოსწავლეებს გაკვეთილის მომზადებაში დაეხმარა. ბავშვებმა ანა ფრანკის ცხოვრების შესახებ საინტერესო ფაქტები მოიპოვეს და ერთმანეთს გაუზიარეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეებს ლიტერატურის მიმართ სიყვარულს უღვივებს და ცოდნას სძენს.
იხილეთ ფოტოები: