ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელები ქველმოქმედების მიზნით, მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ
22-12-2022

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს. 

მეხუთეკლასელებმა მრავალშვილიან ოჯახს ბარბარობის დღესასწაული მიულოცეს. შეხვედრას კლასის დამრიგებელი ლოლა ტოფაძე ხელმძღვანელობდა.

პატარებმა საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სურსათი და ტკბილეული მიართვეს ოჯახს, გაუხალისეს და გაუბედნიერეს ერთი დღე ოჯახის წევრებს.

ბავშვები ძალიან მოხარული იყვნენ შესრულებული აქტივობით, მათთვის სტიმულის მიმცემია საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება, ამით უმაღლდებათ სოციალური და ჰუმანური დამოკიდებულები და თანადგომისა და მხარდაჭერის უნარებს იმუშავებენ.

მოსწავლეების მიზანი იყო ბარბარობის დღესასწაული აეღნიშნათ იმ ბავშვებთან ერთად, რომლებსაც ძალიან გაახარებდათ თანატოლების გვერდში დგომა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203