ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები ხშირად იმართება. ამჯერად, პირველ კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა, რომლის თემაც ხილ-ბოსტნეული იყო. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის მახასიათებლების შესახებ ისაუბრეს და ცოდნა გაიღრმავეს.
აქტივობის ინიციატორები ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ანაჰიტ საჰაკიანი და ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი სიუზანნა მღდესიანი იყვნენ.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: