
ახალქალაქის მუნციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში ახალი წლისთვის აქტიურად ემზადებიან. დაწყებით კლასებში საზეიმო განწყობაა.
მასწავლებლებმა - მარგარიტა თოროსიანმა და ჰაიკანუშ აზატიანმა საკლასო ოთახები საახალწლოდ მორთეს, ნაძვის ხე ლამაზი, ხელნაკეთი სათამაშოებით გაალამაზეს და სხვადასხვა სახის დეკორაციები წარმოადგინეს, რამაც ბავშვებს განწყობა აუმაღლა და გაახარა.
მსგავსი აქტივობა მოსწავლეებს დადებითი ემოციებით ავსებს და საგაკვეთილო პროცესს ხალისს მატებს.
იხილეთ ფოტოები: