„მდგრადი განვითარების მიზნები და ნარჩენების მართვა“-ჭვინთის საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სასკოლო საზოგადოების შეხვედრა გაიმართა
22-12-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში პროექტი - „სკოლა ჩვენი სახლია, გავუფრთხილდეთ მას“ წარმატებით ხორციელდება. 

პროექტის გეგმის მიხედვით გაწერილი აქტივობები გრძელდება. მათ შორის, ჩატარდა სასკოლო საზოგადოების მორიგი შეხვედრა თემაზე - „მდგრადი განვითარების მიზნები და ნარჩენების მართვა“.

პროექტის ხელმძღვანელმა, მანანა ჩინჩალაძემ აუდიტორიას კიდევ ერთხელ გააცნო სასკოლო პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი და უკვე განხორციელებული აქტივობები, უჩვენა ანიმაციური ფილმები, ხოლო პედაგოგმა, ნინო ნუგზარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა საინტერესო პრეზენტაცია თემაზე - თუ რა დატვირთვა აქვს ნარჩენების მართვას გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით.

შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდნენ სასკოლო საზოგადოების წევრები (დირექტორი, პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები). მათ კითხვარის მეშვეობით დააფიქსირეს საკუთარი დამოკიდებულება ამ პროექტის და ზოგადად გარემოსდაცვითი თემების ირგვლივ, შეხვედრის დასასრულს კი აღნიშნეს, რომ ასეთი პროექტების განხორციელებას მიესალმებიან და მზად არიან ურთიერთთანამშრომლობით დასახონ და მიაღწიონ სასურველ შედეგს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203