თელავის N5 საჯარო სკოლას ფინური საბავშვო წიგნების სერიის 100 ეგზემპლარი უსასყიდლოდ გადაეცა
თელავის N5 საჯარო სკოლას კომუნიკაციების კომისიამ, 25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული, ფინური საბავშვო წიგნების სერიის - „გამარჯობა რუბი“ 100 ეგზემპლიარი უსასყიდლოდ გადასცა.
წიგნებით - „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები პროგრამირებას, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და კოდის წერის საწყისებს ისწავლიან.
ისინი სკოლას კომპიუტერული ტექნოლოგებისა და მათემატიკის მასწავლებლის მარიამ ზაქარიაშვილთან თანამშრომლობის საფუძველზე გადაეცა.
სკოლის ადმინისტრაცია, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და მათემატიკის მასწავლებელი - მარიამ ზაქარიაშვილი, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, მშობლები მადლობას უხდიან კომუნიკაციების კომისიას ძვირფასი საჩუქრისათვის.
კომუნიკაციების კომისიამ წიგნების სერია სკოლებს უსასყიდლოდ გადასცა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, განათლების ახალი რეფორმის ფარგლებში, „გამარჯობა რუბი“ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოდ 2019 წლიდან შევიდა.
იხილეთ ფოტოები: