„ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ - თელავის N5 საჯარო სკოლის I კლასში საშობაო ღონისძიება გაიმართა
22-12-2022
თელავის N5 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები არამხოლოდ მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე, არამედ მათ განწყობაზეც ზრუნავენ. 

სწორედ ამ მიზნით, I კლასში საშობაო ღონისძიება -„ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, ისინი საზეიმოდ, შესაბამის კოსტუმებში იყვნენ გამოწყობილები. სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

აქტივობით ყველას ამაღლებული საახალწლო განწყობა შეექმნა. 

კლასის დამრიგებელი - თინათინ კაკიაშვილი, ღონისძიების ავტორი კი ქეთევან სუმბაძეა, ხოლო მის მუსიკალურ გაფორმებაზე თინათინ ნათელაძემ იზრუნა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203