ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში
22-12-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სახის აქტივობაში ხშირად და დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, ისინი სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ. სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტრები“ ნინოწმინდის სპორტულ სკოლაში გაიმართა. მასში 10 სასკოლო გუნდი ჩაერთო.
აღსანიშნავია, რომ ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და დაძაბულ შეჯიბრში გაიმარჯვეს. სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს