„ვუყურებთ ქართულს“ - წესის საჯარო სკოლაში კინოკლუბი ფუნქციონირებს
22-12-2022

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში კინოკლუბი - „ვუყურებთ ქართულს“ დაფუძნდა. 

კინოკლუბში ყოველ ოთხშაბათს მოსწავლეებისათვის ეწყობა ქართული ფილმის ჩვენებები. 

კინოკლუბის მიზანია სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება, მოსწავლეებში ქართული ფილმების ცნობადობის გაზრდა, ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება და კინოხელოვნების პოპულარიზაცია.

მოსწავლეებმა უკვე ნახეს ფილმები - „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“, „იმერული ესკიზები“, „ფეოლა“, „ქვევრი“, „პირველი მერცხალი“, „მაგდანას ლურჯა“, სემესტრის ბოლოს კი „კუჩხი ბედინერი“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კინოჩვენებების დასაწყისში პედაგოგი - მერი თორთლაძე მოსწავლეებს უმასპინძლდებოდა პოპკორნით, ფილმების შემდეგ ეწყობოდა დისკუსია, მოსწავლეები ავლებდნენ პარალელებს იმ დრომდე ნანახ ფილმებთან და ერთად არჩევდნენ მომდევნო ფილმს. 

კინოკლუბის ხელმძღვანელი მერი თორთლაძე გახლავთ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203