
თელავის მუნიციპალიტეტის ყარაჯალის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო განწყობაა. მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობები თავად დაგეგმეს და ნაძვის ხე საკუთარი ხელით დამზადებული სათამაშოებით მორთეს.
აქტივობის მეშვეობით, ბავშვებს, თავიანთი შესაძლებლობებისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენის შესაძლებლობა მიეცათ. დრო კი ხალისიანად და საინტერესოდ გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ერთობლივი სამუშაოები მოსწავლეებს ერთმანეთთან აახლოვებს და სასწავლო პროცესს საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის.