ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმყოფებოდნენ
22-12-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის გასვლითი გაკვეთილი მოეწყო. 

ისინი ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმყოფებოდნენ. 

მათ ისტორიის გაკვეთილზე პირველყოფილი ადამიანების ყოფა, მათი საქმიანობა, რელიგიური რიტუალები, საბრძოლო და სამუშაო იარაღები, მათი გამოყენება და დანიშნულება შეისწავლეს. სწორედ ამიტომ, ისტორიის მასწავლებელმა, ქეთევან დეკანაძემ, შესწავლილი მასალის უკეთ გაგებისა და განმტკიცებისათვის, მოსწავლეები მხარეთმცოდნეობის მუზეუმში წაიყვანა.

გაკვეთილის მიზანი, რაც შესწავლი მასალის ვიზუალურად აღქმა იყო წარმატებით მიიღწა. მოსწავლეებმა გაიგეს, როგორ მზადდებოდა საბრძოლო იარაღები და მათი მნიშვნელობის შესახებ საუბარი შეუძლიათ. 

გაკვეთილი მასწავლებელმა და მოსწავლეებმა დადებითად შეაფასეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203