„სკოლების განსხვავებული სისტემები“- ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო თემაზე იმუშავეს
22-12-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე თემაზე „სკოლების განსხვავებული სიტემები“ იმუშავეს. მათ ინფორმაცია მოიძეს, დაახარისხეს და პრეზენტაციები მოამზადეს.

მეათეკლასელებმა ინგლისურ ენაზე ისაუბრეს თურქეთის, ინგლისის, რუსეთის, საქართველოს, ამერიკის, ბრაზილიის განათლების სისტემებსა და მათ განსხვავებულობაზე. გაიმართა დისკუსია.

აქტივობას მასწავლებელი თამილა ჯორბენაძე უძღვებოდა. გაკვეთილს ინგლისური ენის მასწავლებელი იამზე ბოლქვაძე ესწრებოდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203