არაგვის საჯარო სკოლის მოსწავლე ვალოდია ვარდერესიანმა ჭადრაკის ტურნირში 1-ლი ადგილი დაიკავა
22-12-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლის მოსწავლე ვალოდია ვარდერესიანმა ჭადრაკის რაიონულ ტურნირში წარმატებით იასპარეზა.

ტურნირი, მოსწავლეთა შორის, 16- 17 დეკემბერს, ახალქალაქში გაიმართა. 

ტურნირში, მე-9 კლასის მოსწავლემ, 1-ლი ადგილი დაიკავა და არაგვის საჯარო სკოლა ასახელა. 

მოსწავლეს დამსახურებული დიპლომი გადაეცა. 

სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეს გამარჯვებას ულოცავს და მომავალში უფრო დიდ წარმატებას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავს აქტივობებში მონაწილეობის მიღება მოსწავლეთა განვითარებისთვის და მოტივაციის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც სკოლა აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203