ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ
22-12-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტის - „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“, რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. 

მისი თემა განსხვავება/მსგავსება, ხოლო სამიზნე ჯგუფი მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები იყვნენ. მათ თემის გარშემო ვრცლად ისაუბრეს და აქტივობები განახორციელეს, მოსწავლეებმა ღრუბელი გამოჭრეს და საყვარელი ფერებით გაფერადეს, შემდეგ ჩაწერეს რისი გაკეთება უყვართ და დაფაზე განათავსეს.

პროეტის ხელმძღვანელი დ.მელაძეა.

„რომ გაბედო იყო ის, ვინც ხარ, როგორიც ხარ - არ არის ადვილი. განსხვავებას უამრავი დადებითი აქვს, ეს არის შესაძლებლობა, გახდე უნიკალური. დაინტერესდე იმით, რაც ახალი და განსხვავებულია. შეხვედრის დროს ვისაუბრეთ ადამიანთა მსგავსება, განსხვავებულობაზე, ცუდ და კარგ მხარეებზე. არცერთი ღრუბელი არ ჰგავდა მეორეს. არ არსებობს ერთნაირი ადამიანები....
ყველა უნიკალურია. მადლობა თამილა დავითაძეს, რომელმაც აქტიურად დამეხმარა აქტივობების განხორციელებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203