ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს უფრთხილდებიან
18-04-2018
ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქციაში - „დაასუფთავე საქართველო“ მონაწილეობდნენ. მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან გაასუფთავეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქციის მიზანია გარემოს დასუფთავება და მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება.
„მოზარდები აქციაში ხალისით ჩაერთვნენ და გარემო გულმოდგინედ დალაგეს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლა მსგავს აქციებში მონაწილეობას მომავალშიც გეგმავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“