
იაკობ გოგებაშვილის სახელობის ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლაში საახალწლო განყობაა. 1-ლი კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის ირინა წიკლაშვილის ხელმძღვანელობით, ნაძვის ხის სათამაშოები, ფიფქები საკუთარი ხელით შექმნეს.
პირველკლასელებმა საახალწლო ნაძვის ხე ლამაზად მორთეს და კედელზე თოვლის დედოფალიც გამოაკრეს. კლასში პრეზენტაციაც მოაწყვეს, სადაც ბავშვებმა საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს. აღნიშნულმა პრეზენტაციამ სკოლის წარმომადგენლების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
იხილეთ ფოტოები: