გუთურის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმყოფებოდნენ
21-12-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები პროექტის - „ფიქრები ჩემი რაიონის წარსულზე“ ფარგლებში, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ.  

მათ მუზეუმის ისტორიის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ნათია ცინცაძისაგან მოისმინეს. მოსწავლეები გაესაუბრნენ მუზეუმის დირექტორ ნათია კალანდაძეს, იხილეს მუზეუმის საცავში დაცული, მუნიციპალიტეტის მკვიდრი უცნობი პოეტებისა და მწერლების ისტორიები, მათი ნაწარმოებები.

პროექტის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელო ნანა კალანდაძეა. 

„ეს დღე მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მუზეუმის დირექციას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203