„იდეალური აირი და ჩასუნთქვა - ამოსუნთქვა“- ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეთა საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-11 კლასში, საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ის საილუსტრაციო სცენარის მიხედვით, თემაზე - „იდეალური აირი და ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა“ ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.გაკვეთილს ფიზიკის მასწავლებელი თამარ ხაჩიძე და ბიოლოგიის მასწავლებელი დ. კუჭუხიძე ხელმძღვანელობდნენ.
აღნიშნული თემის ფარგლებში მოსწავლეებმა განახორციელეს აქტივობები:
- დაამუშვეს ინფორმაცია სუნთქვის ორგანოების აგებულების, ჟანგბადის მიერ გავლილი გზის შესახებ;
- იმსჯელეს, დიფუზიის მნიშვნელობაზე და ახსნეს თუ როგორ შეესაბამება ფილტვების აგებულება მის მიერ შესასრულებელ ფუნქციებს;
- განიხილეს, იზოთერმული, იზობარული და იზოქორული პროცესები, მათი გამომსახველი დიაგრამები და ფორმულები;
- წარმოადგინეს, რჩევები რესპირატორული დაავადებების პრევენციასთან და მკურნალობასთან დაკავშირებით.
გაკვეთილი ძალიან ინტერაქციული და ინფორმაციული იყო, მოსწავლეებისთვის მსგავსი საგაკვეთილო ფორმატი მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა, ისინი დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში.
იხილეთ ფოტოები: