„ბერკეტი ადამიანის ჩონჩხში“ - ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში ბიოლოგიისა და ფიზიკის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
21-12-2022

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის, მე-8 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე - „ბერკეტი ადამიანის ჩონჩხში“, რომელსაც ბიოლოგიის მასწავლებელი ხათუნა ჩუბინიძე და ფიზიკის მასწავლებელი თამარ ხაჩიძე ხელმძღვანელობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან მოსწავლეებმა საკითხი განიხილეს ბიოლოგიისა და ფიზიკის მიმართულებით, დაიყვნენ ჯგუფებად და მუხლის სახსრის, იდაყვის სახსრის და მხრის სახსრის მოდელები დაამზადეს.

სამუშაოს დასრულების შემდეგ წარადგინეს მოდელები, დაახასიათეს და შეადარეს სახსრები მათი მოძრაობის მიხედვით, იმსჯელეს სახსრის მუშაობაზე ბერკეტის წონასწორობის პირობის გამოყენებით. მოზარდება ამოხსნეს ამოცანები, რომლშიც უნდა დაედგინათ ბერკეტის ტიპი სახსრის აგებულების მიხედვით და ეპოვათ ძალთა მხარი, საბოლოოდ კი საგანთაშორისი კავშირები გამოკვეთეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203