
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-3ბ კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში, აქტივობებით დატვირთული, შემეცნებითი გაკვეთილი ჩატარდა.
სტატუსის შესანარჩუნებლად ჩატარებულ გაკვეთილს პედაგოგი აზა ნაფეტვარიძე ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის თემა იყო - „უსაქმურობა და სიზარმაცე“, ტექსტი: ჭ.ამირეჯიბის „დროის ფასი“, ხოლო მის მიზანს - ტექსტის გაგება-გააზრება, სხვათა საქციელის გათავისება, დამოკიდებულების გამოხატვა და რჩევის მიცემა წარმოადგენდა.
„მოსწავლეებმა მოახდინეს წინარე ცოდნის გააქტიურება, წაიკითხეს ტექსტი, შეავსეს სქემები წაკითხვამდე და წაკითხვის შემდეგ, ჩამოაყალიბეს და დაასაბუთეს საკუთარი მოსაზრებები, გაიაზრეს პრობლემა და პრობლემის გადაჭრის გზები, ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები და შეაჯერეს საბოლოო გადაწყვეტილება. ისწავლეს ახალი ლექსიკური ერთეულები და პრეზენტაციები გააკეთეს. გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებმა შეაჯამეს გაკვეთილი, ხოლო საშიანაო დავალებად მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ - „წერილი ჭრიწჭინას!“ (მოსწავლეებმა ჭრიჭინას უნდა ურჩიონ, როგორ გადაჭრას პრობლემა)“,- გვიყვებიან სკოლაში.
გაკვეთილმა მიზანს მიაღწია, ყველ აქტივობა შესრულდა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში.