„ქართველი მწერლების კვალდაკვალ“- მანიაკეთის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
21-12-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები ხშირად ხორციელდება. 

ამჯერად, ღონისძიება „ქართველი მწერლების კვალდაკვალ“ გაიმართა. მოსწავლეებმა იოსებ ნონეშვილის, ანა კალანდაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი ლეონიძის, გალაკტიონ ტაბიძის, ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიული მონაცემები და ლექსები წარადგინეს.

ღონისძიებაში მე-5 - მე-12 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

მას ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - ციალა საგინაძე, როზა ძირკვაძე და ნაზიკო ბოლქვაძე ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203