კერძო სკოლა „ანაბასისის“ ქიმიის პედაგოგი ქეთევან ედიბერიძე საბუნებისმეტყველო მეცნიერების მასწავლებლებისთვის გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა
21-12-2022

ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისს“ პროფესიონალი, კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა საინტერესო პროექტში აქტიურად ერთვებიან. 

ერთ-ერთი ასეთი ქიმიის მასწავლებელი ქეთევან ედიბერიძეა. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALis ორგანიზებით, საბუნებისმეტყველო მეცნიერების მასწავლებლებისათვის ჩატარებულ ვორქშოფში მონაწილეობდა. 

მის ფარგლებში, Science on Stage ფესტივალის მონაწილე პედაგოგებმა, მათ შორის სკოლა „ანაბასისის“ ქიმიის მასწავლებელმა ქეთევან ედიბერიძემ თავიანთი გამოცდილება მასწავლებლებს გაუზიარეს.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. შეთავაზებულ აქტივობებში მასწავლებელთა ჩართულობა მაღალი იყო. აქტივობის შესახებ ინფორმაცია Science on Stage-ის საერთაშორისო ვებ-გვერდზეც განთავსდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203