ქსოვრისის საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელი მარია გუსევას ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
21-12-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლა ხელოვანი ბავშვების გამოვლენასა და მათ წარმოჩენას განაგრძობს.

სკოლაში თვითნასწავლი ხელოვანის, IV-კლასის მოსწავლის მარია გუსევას ფერადი და ძალინ ლამაზი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

ქსოვრისის საჯარო სკოლა ყოველთვის მზად არის მოსწავლეებს მისცეს შესაძლებლობა მოახერხონ საკუთარი უნარების წარმოჩენა, დაიგეგმოს და განხორციელდეს ისეთი აქტივობები, რაც მოსწავლეებს გაუღვივებთ აქტიურად ჩართულობის სურვილს და გაიუმჯობესებენ აკადემიურ მოსწრებას.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მარიას სასკოლო გარემოს გალამაზებისთვის და დიდ წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203