სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ ცნობილ მსახიობს უმასპინძლეს
21-12-2022
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ საპატიო სტუმარს - მსახიობ ლეო ანთაძეს უმასპინძლეს. 

ის მოსწავლეთა წინაშე „ერთი მსახიობის თეტრის“ მცირე რეპერტუარით წარსდგა. წაიკითხა ქართველ პოეტთა ლექსები, ნაწყვეტი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, ასევე, საინტერესო ავტობიოგრაფიულ ეპიზოდებზე ისაუბრა.

მსახიობმა 90 წლის იუბილე სწორედ „ცოდნაში“ აღნიშნა.

თავის მხრივ, სკოლაში არსებულმა ლიტერატურულმა კლუბმა, რომლის ხელმძღვანელიც დარეჯან ცხომარიაა კომპოზიცია - „გილოცავ, საქართველო“ წარადგინა. უმცროსკლასელებმა თავი სიმღერითა და ცეკვით გამოიჩინეს. მათი ხელმძღვანელები თინათინ კოპალიანი და ვლადიმერ დოგრაშვილი არიან.

„ცოდნას“ დირექტორმა ნაზი ნადირაძემ და მოსწავლეებმა იუბილე და დადეგი ახალი წელი როგორც ღვაწლმოსილ მსახიობს, ასევე დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს.

ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203