
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში ცნობილ სომეხ მწერალს ეღიშე ჩარენცს ღონისძიება მიეძღვნა. შეხვედრა მე-8ბ კლასში ჩატარდა და სომხური ენის მასწავლებელი ვარდუჰი ნორსოიანი ხელმძღვანელობდა.
ღონისძიება სომხურ ენაზე წარიმართა, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ პროცესში და მოაწყვეს პრეზენტაცია. ღონისძიება კიდევ უფრო სანახაობრივი გახადა მოსწავლეების შესრულებულმა ქორეოგრაფიულმა ნომრებმა.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებსა და პედაგოგს ასეთი სანახაობის წარმოდგენისთვის და იმედოვნებს, რომ მსგავსი ღონისძიებები ხშირად განხორციელდება.
იხილეთ ფოტოები: