
თბილისის N136 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებისთვის წინასაახალწლოდ კულტურული გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
17 დეკემბერს, მე-4ბ კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები, კლასის დამრიგებელ სოფო სიმონიანთან ერთად, საბავშვო თეატრში - „მეორე სახლი“ იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა საშობაო სპექტაკლი - „გრინჩი“ ნახეს.
მეოთხეკლასელები სკოლაში სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ და სპექტაკლისა და მსახიობების შესახებ ისაუბრეს.
იხილეთ ფოტოები: