
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა.
სემესტრის ბოლოს, მოსწავლეთა თვითმმართველობა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის მარინე გოცირიძის ჩართულობით, ტრადიციულად აწყობს მოსწავლეთა მხატვრული ნამუშევრების გამოფენას.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრები გამოფინეს და დამთვალიერებლის მოწონება დაიმსახურა.
განსაკუთრებით, მაღალი შეფასება დაიმსახურა მე-12 კლასის მოსწავლის მარიამ ფადარაშვილის ნაქარგებმა და მეათეკლასელი ნინი მაცაბერიძის ნახატებმა.
იხილეთ ფოტოები: