მულახის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის კითხვის კონკურსი გაიმართა
21-12-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. იმართება სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, რომელთა მიმდინარეობაშიც მოსწავლეები განსაკუთრებული ინტერესით ერთვებიან. 

ამჯერად, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებს შორის კითხვის კონკურსი გაიმართა. ისინი ერთმანეთს უცხო ტექსტის სწრაფად წაკითხვაში შეეჯიბრნენ. 

კონკურსის ორგანიზატორი მასწავლებლის ლანა ლუხუტაშვილის გადაწყვეტილევით, რადგანაც კითხვის მიმართულებით პირველი კონკურსი იყო, წახალისებისა და მომავალში კონკუსრებში მონაწილეობის სტიმულის მიცემის მიზნით, ყველა მონაწილე  სერტიფიკატით დაჯილდოვდა. 

აქტივობამ ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203