ტყიბულის N6 სკოლის მეორეკლასელმა, ილია გოგნაძემ ჭადრაკის საქალაქო ჩემპიონატში​ I ადგილი დაიკავა
21-12-2022

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მეორეკლასელმა, ილია გოგნაძემ ჭადრაკის საქალაქო ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა. 

II კლასის მოსწავლე ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციის პრიზის მოსაგებად ქალაქის ჩემპიონატში მონაწილეობდა. ილია გოგნაძემ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა. მას ოქროს მედალი, შესაბამისი ხარისხის დიპლომი და თასი გადაეცა.

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ სკოლის სახელით ილია გოგნაძეს ამ წარმატებას!“, -აღნიშნავენ სკოლაში. 

ილია გოგნაძის კლასის დამრიგებელი ნინო რიჟამაძე გახლავთ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203