ქართულ-სომხური მეგობრობა - იხტილის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა საინტერესო ღონისძიება
21-12-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პროფესიონალი პედაგოგები ყოველდღიურად ზრუნავენ. ისინი სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს იყენებენ და საინტერესო აქტივობებს მართავენ. 

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა სომხურ-ქართული ისტორიისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოამზადეს. მათ ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და კედლის გაზეთი - ქართულ-სომხური მეგობრობა შექმნეს. 

მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარეს.

აქტივობის ხელმძღვანელი მასწავლებელი და კლასის დამრიგებელი სირანუშ ოვსეპიანი იყო. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203