„ჩემი თვალით დანახული თათქარიძის სახლ -კარი“ - არაგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
21-12-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე, ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან „კაცია ადამიანი?!“ ნაწყვეტი შეისწავლეს.

ნაწარმოების დამუშავების და განხილვის შემდეგ, მასწავლებელმა მაია გელაშვილმა მოსწავლეებს კომპლექსური დავალება - „ჩემი თვალით დანახული თათქარიძის სახლ -კარი“ შესთავაზა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო მაკეტები და საკუთარი ნამუშევრების შესახებ გააკეთეს პრეზენტაცია.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებისთვის სახალისო აღმოჩნდა მაკეტებზე მუშაობა, ძალიან დიდი სურვილითა და მონდომებით ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203